ზუგდიდის პოლიციაში ნონა უბილავა დაიკითხა

0

10404879_740311772748297_7712971812155319913_nზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის თანამშრომელი ნონა უბილავა დაკითხეს. საქმე ეხებოდა ნონა უბილავას მიერ მიმდინარე კვირასსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-შე გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ დევნილთა სამინისტროს სახელით ზუგდიდში თაღლითები მოოქმედებენ.

უბილავას განცხადებით მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ზუგდიდის პოლიციის გამომძიებლებს. ასევე მან აღნიშნა, რომ პოლიცია ამ შემთხვევაში იყო გულისხმიერი და ყურადღებიანი.

“როგორც რიგითმა დევნილმა მინდა მადლობა გადავუხადო ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსს ბატონ კობა ხარებავას გულისხმიერებისათვის – ჩემი უფლებების დაცვისათვის. დარწმუნებული ვარ ის და მისი უწყება ასეთივე ობიექტური იქნება ყველა კანონდარღვევის მიმართ. ასევე მინდა დავაფიქსირო გამომძიებელ – ირაკლი ნანავას პროფესიონალიზმი. მადლობა მათ”-აცხადებს ნონა უბილავა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით შესაძლოა სხვა თაღლითური ჯგუფებიც უახლოეს მომავალში გამოვლინდნენ, რომლებიც დევნილთა სამინისტროს სახელით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს გარკვეულ თანხებს ძალავდნენ.