ზუგდიდის პოლიცია ზუგდიდში ”პრაიმერის” დღეს მომხდარი ინციდენტის დეტალებს იძიებს

0

get_imgზუგდიდის პოლიციის სამმართველომ იმ პირების დაკითხვა დაიწყო, რომლებიც 20 ივლისს ზუგდიდში, ”ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერის დღეს მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები გახდნენ. პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა ასევე ის პირებიც, რომლებიც ინციდენტის უშუალო მონაწილეები გახდნენ და დაზარალდნენ. დაკითხულ და დასაკითხ ადამიანთა ნუსხაში არიან როგორც აქციაზე შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, ასევე საჯარო პირები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც.

ზუგდიდის პოლიციაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი ნატო ბერულავა. მისი განცხადებით დაკითხვამ ჩვეულებრივ გარემოში ჩაიარა და მან პილიციას მიაწოდა ყველა ის ინფორმაცია, რისი თვითმხილველიც თავად გახდა. ნატო ბერულავა ზუგდიდის პოლიციამ დაკითხა როგორც ერთ-ერთი დაზარალებული.

”როგორც მოგეხსენებათ ინციდენტის დროს მე თავის არეში მომხვდა ბოთლი და ცუდად გავხდი. საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. გამოძიებას წარვუდგინე სამედიცინო ცნობა და პასუხი გავეცი მათთვის ყველა საჭირო კითხვას. მე ნამდვილად არ მინახავს იქ, თუ ვინ ისროლა ბოთლი. თან აქვე დავძენ, რომ ეს  არ იყო სპეციალურად ჩემთვის ნასროლი, ეს უბრალოდ იყო შემთხვევითობა. ჩემნაირად ნებისმიერი სხვაც შეიძლება დაზარალებულიყო. დანარჩენ დეტალებს თავად გამოძიება დაადგენს”-აცხადებს ჟურნალისტი ნატო ბერულავა.

სხვა ახალი ამბები: