ზუგდიდის პროკურატურა მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობს

0

10408899_454256558056619_8104869352981401475_nზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის თემაზე მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.
საზოგადოებრივი პროკურატურის მიზნებსა და ამოცანებზე მოსწავლეებს ზუგდიდის რაიონული პროკურორი ლევან სალია ესაუბრა.
ღონისძიებაში გიმნაზიის მოსწავლეების გარდა, ზუგდიდის N2, წალენჯიხის N2 და ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებიც მონაწილეობდნენ.

11071614_454256011390007_7659200014953166856_n10308289_454256184723323_5868340964635655079_nმოზარდებმა გიმნაზიის მოსწავლეებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საკუთარი ხედვა გაუზიარეს. მათ ასევე საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტებში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს ის დადებითი შედეგები, რომლებიც პროექტებში ჩართულობით მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში, აღნიშნულ სკოლებს შორის დანაშაულის პრევენციის თემაზე კონკურსი დაიგეგმა.

სხვა ახალი ამბები: