ზუგდიდის პროკურატურის საქმველმოქმედო აქცია ანაკლიაში (VIDEO)

0

anaklia akvaparkiზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით დღეს, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისთვის და ასევე წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონის საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებისთვის, ანაკლიის აკვაპარკში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

არასრულწლოვნებს მასპინძლობა ანაკლიის აკვაპარკში ზუგდიდის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა გაუწიეს. აკვაპარკის სეზონის გახსნაზე აფხაზეთიდან დევნილი ორმოცამდე მოსწავლე და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საოჯახო სახლების ოცდაათამდე აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა.

ბავშვებს საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ მრავალფეროვანი ატრაქციონებით მთელი დღის განმავლობაში ესარგებლათ. როგორც პროკურატურის თანამშრომლები მედიასთან აცხადებენ, მსგავსი სახის ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.

სხვა ახალი ამბები: