ზუგდიდის რაიონის საკრებულოში უმრავლესობით “ქართული ოცნება” იქნება წარმოდგენილი

0

zugdidis_municipalitetiზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც 46 კაციანი იქნება, უმრავლესობით “ქართული ოცნება” იქნება წარმოდგენილი. მმართველი პარტია რაიონის საკრებულოში სულ 30 წევრს შეიყვანს. აქედან 21 მაჟორიტარია, ხოლო 9 დეპუტატი წარდგენილი იქნება პროპორციული სიიდან.

რაც შეეხევა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” რაიონის საკრებულოში სულ 13 დეპუტატს შეიყვანს. აქედან 7 იქნება მაჟორიტარული სიიდან, ხოლო 6 დეპუტატი პროპორციული სიიდან წარდგენილი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 დეპუტატი წარდგენუილი იქნება დამოუკიდებელი კანდიდატებიდან, რომლებმაც მაჟორიტარული სიით გაიმარჯვეს.

ეს მონაცემები საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე შესაძლოა კიდევ შეიცვალოს, თუმცა არა დიდი განსხვავებით.

სხვა ახალი ამბები: