ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში 47 წლის მამაკაცმა საკუთარი მამა წამებით მოკლა (ვიდეო)

0

mkvleloba-danitსაზარელი მკვლელობა მოხდა წუხელ ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში. ადგილობრივმა მკვიდრმა, 47 წლის დემნა კვარაცხელიამ საკუთარი მამა, 70 წლის ჯამბულ კვარაცხელია წამებით მოკლა. მკვლელმა მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მიმალვა სცადა თუმცა სამეგრელოს სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს.

როგორც კვარაცხელიების მეზობლები საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან ყვებიან, დემნა კვარაცხელია მამას, ჯამბულ კვარაცხელიას უკნიდან მიეპარა და თავში შეშის ნაპობი ჩაარტყა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. სწორედ ამის შემდეგ გონებადაკარგული მოხუცი მან დანით მოკლა. როგორც თვითმხილველები ამბობენ ჯამბულ კვარაცხელიას სხეულზე დანითა და მაკრატლით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მეზობლების განცხადებით მამა-შვილს შორის უთანხმოება ყოველთვის არსებობდა. დემნა კვარაცხელიას კი ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაშიც გადიოდა მკურნალობის კურსს.

დაკავებული ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. მისი დაკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: