ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ადიდებულმა ენგურმა საცხოვრებელი სახლები დატბორა

0

18ზუგდიდის რაიონის სოფელორსანტიაში წყალდიდობაა. სტიქიას სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ებრძვის. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აცნობეს, სოფელში რამდენიმე ოჯახია დატბორილი.

“ყველაფერი განადგურდა. არც ყანებია და არც არაფერი. ღამით მოვარდნილმა ჭვარცოფმა მთლიანად დატბორა სოფელში თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი. წყალმა პირველი სართული დაფარა. გაგვიფუჭდა ავეჯი და ყველაფერი რაც კი გვქონდა. მდინარე ენგურს მიწები მიაქვს და საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება უკვე მდინარე. შველას ვითხოვთ, რომ ეს დამბები სასწრაფო წესით გაკეთდეს”-აცხადებენ ადგილობრივები.

სტიქიის გამომწვევ მიზეზად ნაპირსამაგრი დამბების არარსებობა სახელდება. ადიდებულმა მდინარე ენგურმა სწორედ ამის გამო შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივ მოსახლეობას. სტიქიის ზონაში ამ წუთებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი მოადგილეები იმყოფებიან.

სხვა ახალი ამბები: