ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში სასწავლო პროცესი ჩაშლილია

0

skolaზუგდიდის 57 საჯარო სკოლიდან ახალი სასწავლო პროცესი მხოლოდ ერთში ჩაიშალა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერის სკოლის მოსწავლეები და მშობლები აღნიშნული სკოლისთვის ადრინდელი სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. მათი განცხადებით, სოფლის საჯარო სკოლა საბაზისო განათლების სამინისტროს დაკვეთით ზუგდიდის განათლების რესურსცენტრმა გახადა. სანამ სკოლა ადრინდელ მდგომარეობას არ დაუბრუნდება, სოფელ ოქტომბერის სკოლაში მშობლები ბავშვების გაშვებას არ აპირებენ.

”იცით რა, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, მიუხედავად იმისა, რომ შეპირებები იყო სამინისტროდანაც და ადგილობრივი რესურსცენტრიდანაც. ახლა როცა უკვე დაიწყო ახალი სასწავლო წელი, გვეუბნებიან ერთ კვირაში მოვაგვარებთ ყველაფერსო. ეს არის ტყუილი. ისევ ჩვეული მეთოდებით გვატყუებენ და არ გვჯერა ამ ყალბი შეპირებების. ჩვენ სწორედ იმ ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში არ გავუშვებთ ჩვენს შვილებს და როცა უკვე მოგვარდება არსებული პრობლემა ჩვეულებრივად განვაახლებთ სკოლაში სიარულს”-აცხადებენ სოფელ ოქტომბერის ადგილობრივი მაცხოვრებლები.

აქციის მონაწილეებთან არსებული პრობლემების გასარკვევად მივიდა ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა ქებურია. მის გამოჩენას სოფლის ცენტრში ხმაური მოჰყვა. მშობლები სწორედ ლელლა ქებურიას ადანაშაულებდნენ სკოლის ოპტიმიზაციაში, მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ოქტომბერისა და მეზობელი სოფლის, თარგამულის სკოლის ოპტიმიზაციის საკითხი 2010 წელს გადაწყდა.

საპროტესტო აქცია ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში დილით დაიწყო და დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა. სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეთანხმება არ მიღწეულა.

სხვა ახალი ამბები: