ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელება დაიწყო

0

13.05.14ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, მიწის ფართობის ერთ-ერთ ნაკვეთზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და შპს „მექანიზატორის” თანადგომით კომპლექსური აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელება (ნიადაგის ხვნა, დადისკვა, დაფარცხვა, თესვა და კულტივაცია სასუქის შეტანით) დაიწყო. აღნიშნულ ფართობის შემდგომ დამუშავებას უზრუნველყოფენ გამყოფ ხაზთან მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ამ პროექტის უშუალო ბენეფიციარები და სარგებლის მიმღები პირები იქნებიან.

ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნული მიწის ფართობი სარგებლობის უფლებით აფხაზეთის ა/რ სტრუქტურებს გადმოეცა.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ აგრეთვე სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი”-ს სპეციალისტები.

სხვა ახალი ამბები: