ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთას მგლები შეესია

0

witeli_mgeliზუგდიდის რაიონის სოფელ ურთას მოსახლეობა რამდენიმე თვეა სოფელში მგლების შემოსევით შეწუხებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ მტაცებელი ცხოველების გახშირებულმა თავდასხმამ სოფელში შინაური ფრინველი და მსხვილფეხა საქონელი მთლიანად გაანადგურა.

სოფელ ურთას მაცხოვრებლებმა დასახმარებლად სოფლის რწმუნებულს ბადრი ნინუას მიმართეს, რომელმაც ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიაწოდა, გამგეობამ კი შე4საბამისი დახმარება მონადირეთა კავშირს სთხოვა. ამის შედეგად სპეციალური მონადირეთა ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც მოსახლეობას გარეული ცხოველის თავდასხმისგან იცავენ. მონადირეთა ჯგუფმა ერთი მგლის ლიკვიდიაცია შეძლო. მიუხედავად ყველაფრისა ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილოა. მათი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა უფრო სერიოზული ღონისძიებების გატარება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მონადირეთა კავშირის ხელმძღვანელი გურამ თირქია აცხადებს, რომ სოფელში მგლის ხროვის შემოსევაა ამიტომაც ერთი მგლის ლიკვიდაცია ბევრს ვერაფერს შეცვლის. მისი განცხადებით დრო სჭირდება სხვა დარჩენილი მგლების ლიკვიდაციასაც. სოფელში დაახლოებით 6-7 მგელია, რომლებიც სანადიროდ ღამის საათებში გამოდიან. მონადირეთა კავშირი პირობას დებს, რომ სოფელ ურთას უახლოეს ხანებში მგლების შემოსევისგან იხსნის.

სხვა ახალი ამბები: