ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა (ფოტო)

0

ava3ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში. ფიატისმარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ტოიოტას მარკის ე.წ პიკაპს. ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ფიატის მარკის ავტომანქანის მძღოლი, რომლის ჯამრთელობის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. წინასწარი ინფორმაციის თანამხმად, ფიატის მარკის ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო, რასაც ავტომანქანის გაუმართაობაც დაემატა.

ava1ava2ava3“სავარაუდოდ მას საბურავები დაეშვა და საჭე ვერ დაიმორჩილა.მანქანა ცენტრალურ ტრასაზე ზიგზაგით მოდიოდა, საწინააღმდეგო მხარეს კი პიკაპი შეხვდა.მოხდა ავარია. არ გვეგონა თუ ფიატის მარკის ავტომანქანის მძღოლი ცოცხალი დარჩა, მაგრამ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა,”-აცხადებენ თვითმხილველები.

სხვა ახალი ამბები: