ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მეზობელმა ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა

0

dachraaზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში გამთენიისას მეზობლებს შორის შეკამათება უბედური შემთხვევით დასრულდა. მეზობლის შენიშნვით გაღიზიანებულმა შოთა ლემონჯავამ სასიკვდილოდ გაიმეტა გვერდით სახლში მცხოვრები 45 წლის მამუკა ჯანაშია.  მან მეზობელ მამაკაცის მისამართით „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 ჯერ გაისროლა.  გასროლის შემდეგ ის შეთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა.

მამუკა ჯანაშია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მიერ გადაყვანილ იქნა ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში”. დაზარალებული ამავე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

დამნაშავე, რომელმაც მეზობელი მამაკაცი  სასიკვდილოდ გაიმეტა გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა. ამ დროისთვის მიმდინარეობს შოთა ლემონჯავას ადგილსამყოფელის დადგენა და სამძებრო ღონისძიებები.  მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 108-ე მუხლებით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

სხვა ახალი ამბები: