ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ “ზონის” წევრებს ჯარიმის გადახდა დააკისრა

0

1403176096_1497545_623895031025592_6613034660167027609_nდღეს ზუგდიდში დაკავებულ “თავისუფალი ზონის” წევრებს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა. “თავისუფალი ზონის” წევრებს ლევან კვარაცხელიას, ლევან ჭანიას, ტატო ლაგვილავასა და თემურ მალანიას ჯარიმის სახით ასი ლარის გადახდა დაეკისრათ, ხოლო ლევან თორიას 400 ლარის. ამ უკანასკნელს სასამართლოს არდამორჩილებისთვის დამატებით ასი ლარის გადახდა დამატებითაც დაეკისრა.

“თავისუფალი ზონის” ერთ-ერთი წევრის თემურ მალანიას განცხადებით, ის არ აპირებს სასამართლოს მიერ მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას.

ცნობისათვის, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ “თავისუფალი ზონის” წევრებს დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად დრო, ერთი კვირის განმავლობაში მისცა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „თავისუფალი ზონის“ წევრები ლევან კვარაცხელია, ლევან ჭანია, ლევან თორია, ტატო ლაგვილავა, თემურ მალანია დააკავეს. ახალგაზრდები ქალაქის ცენტრში მიმდინარე ევრაზიული კავშირის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ და მათი დაკავებაც ადგილზე განხორციელდა.

სხვა ახალი ამბები: