ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა (ვიდეო)

0

news_45189ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებული ემზარ კვიციანი მისთვის წარდგენილ ორივე მუხლში დამნაშავედ სცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა რამდენიმე წუთის წინ შეუფარდა.

ბრალად სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობა ედება. ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს განაჩანს არ ეთამხება და აცხადებს, რომ კვიციანი უდანაშაულოა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ემზარ კვიციანს სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუკერა საქმე, რომელშიც არც კვალიფიკაციით, არც გამოძიებით, კვიციანის ბრალეულობა არ დასტურდება”,-განაცხადა რევაზ კახნიაურმა.

შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი 2006 წლიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის ბრალდებით იყო ძებნილი. კოდორში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ბატალიონ “მონადირეს” გაუქმება. რასაც მისი ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის დაუმორჩილებლობის გამოცხადება მოჰყვა. თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი “მონადირე” ხეობაში 1994 წლიდან არსებობდა.

კოდორის ხეობაში სპეცოპერაციას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა. სპეცოპრეაციის შემდეგ კვიციანმა თავი რუსეთის ფედერაციას შეაფარა. მაშინ კვიციანს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. სამართალდამცავებმა ემზარ კვიციანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წლის 22 თებერვალს დააკავეს. კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის თავისი რაზმით ხეობას იცავდა. ამასთან, კვიციანი ამბობს, რომ მას 1994 წელს გაფორმებული ოთმხრივი ხელშეკრულების დარღვევა არ სურდა, რომელიც ხეობაში ჯარის შეყვანას კრძალავდა და რომელსაც საქართველოსა და რუსეთთან ერთად ხელი გაერომ და აფხაზეთმაც მოაწერეს.

სხვა ახალი ამბები: