ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გოგა ღადუას პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება

0

1403176096_1497545_623895031025592_6613034660167027609_nრამდენიმე წუთში ზუგდიდის რაიონული სასამართლო გუშინ სოფელ ანაკლიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილის, გოგა ღადუას საქმის განხილვას დაიწყებს.

წუხელ ანაკლიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული საკრებულოს წევრი გოგა ღადუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების შესაბამისად იქნა დაკავებული, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და არდამორჩილებას, ასევე წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით დაკავებული უკვე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობაშია გადაყვანილი და პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. 

 

სხვა ახალი ამბები: