ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი “თეთრ მანდილს” ზეწოლაში ადანაშაულებს

0

337999_225602174241192_1391327811_oზუგდიდის რესურსცენტრის  მოქმედმა ხელმძღვანელმა ლელა ქებურიამ ადგილობრივი მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გამართა. ამის მიზეზი კი სამოქალაქო საზოგადოების “თეთრი მანდილის” წევრების რესურსცენტრის შენობაში შეჭრა გახდა. ლელა ქებურიას განცხადებით “თეთრი მანდილის” წევრები მას კატეგორიულად თხოვდნენ განცხადების გაკეთებას თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგომის შესახებ. ქებურია აღნიშნულ ფაქტს მასზე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

ზუგდიდის ნრესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით “თეთრი მანდილის” წევრები მას შემდეგ განაწყენდნენ, რაც  საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვების თაობაზე განცხადების გასაკეთებლად რესურსცენტრის დარბაზი ითხოვეს, თუმცა ამაზე უარი მიიღეს.

„ამის უფლება არ მივეცი, რადგან პოლიტიკური განცხადებები ამ დარბაზიდან არასდროს გაკეთებულა. ინეზა მურღულია ფიქრობს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის გათავისუფლებული სკოლიდან. რეალურად თქვენ იცით, როგორი პროცესები იყო რუსულ საათებზე. ყველანაირად ვცდილობდით, პედაგოგები შეგვენარჩუნებინა და საათების ნაკლებობის გამო არ ყოფილიყო რაიმე დისკრიმინაცია. ინეზა მურღულიას დირექტორმა არჩევნებამდე შესთავაზა რაღაც სხვა საათებით შეევსო დანაკილისი, მაგრამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, როცა იმ დროს გათავისუფლებული არ ყოფილა“,-აცხადებს ლელა ქებურია.

ლელა ქებურიას პასუხობს თავად “თეთრი მანდილის” ერთ-ერთი წევრი ინეზა მურღულია.

„1 ოქტომბრამდე ლელა ქებურია იყო შენიღბული, როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი. სკოლის ზოგიერთი დირექტორები ჰყავდა ზეწოლის, შიშის, გაფრთხილების, მუქარის ქვეშ. ასეთი პიროვნება კვლავ ცდილობს შეიარჩუნოს სკამი. ზუგდიდის და ზუგდიდის რაიონის საზოგადოება ამას არ შეეგუება. თუ ეს ასე მოხდა, ძალიან ბევრი პედაგოგი გამოვა და მას პროტესტს გამოუცხადებს. მორჩა, დამთავრდა ლელა ქებურიას დრო“, – აცხადებს ინეზა მურღულია.

სხვა ახალი ამბები: