ზუგდიდის საავადმყოფოში H1N1 დიაგნოზით შემოყვანილი ავადმყოფის მდგომარეობა კრიტიკულია

0

swine-flu_2179497bზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში”, რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული 62 წლის სენაკელი ქალბატონი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ დროისთვის კრიტიკულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით პაციენტს H1N1 ვირუსული დაავადება დაუდასტურდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-სთან ნანა ოდიშარიამ განაცხადა, ეს უკვე მეორე შემთხვევაა წლევანდელ სეზონზე, როცა ვირუსულმა დაავადებამ მძიმე ფორმებში იჩინა თავი.

“ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ჩვენთან დარეგისტრირებულ პაციენტებს H1N1 რთულ ფორმებში გამოუვლინდა. ერთ-ერთი ასეთი პაციენტი სამწუხაროდ დაახლოებით ერთი კვირის წინ გარდაიცვალა. რაც შეეხება სენაკის რაიონიდან შემოსულ ქწალბატონს, რომელსაც ასევე დაუდასტურდა H1N1 ვირუსული დაავადება რთულ ფორმებში, ის ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.”-აცხადებს ნანა ოდიშარია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სამეგრელოს მოსახლეობას აფრთხილებს მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, დაიცვან პირედი ჰიგიენა და დაავადების დამახასიათებელი ნიშნების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.

სხვა ახალი ამბები: