ზუგდიდის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი 11 ხმით 3 წინააღმდეგ დაამტკიცა (ვიდეო კომენტარი)

0

sakrebulooქალაქ ზუგდიდის საკრებულომ  2015 წლის ბიუჯეტი 11 ხმით 3 წინააღმდეგ დაამტკიცა. წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ბიუჯეტის “აქილევსის ქუსლი” საჯარო მოხელეების მაღალი თანამდებობრივი სარგო  და პრემიებია.

რაც შეეხება კიდევ ერთი ოპოზიციურ პარტიას – “თავისუფალი დემოკრატები-კონსერვატორებს”,მათ წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს,თუმცა აღნიშნეს,რომ ისინი  იმ იმფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაზე, რომლებიც ცენტრალურ ბიუჯეტზეა დამოკიდებელი,პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.ამასთან, მათი განცხადებით,ისინი ბიუჯეტის თითოეული თეთრის ხარჯვას გააკონტროლებენ.

ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტის მიღებას ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც ესწრებოდა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი, ჯერ კიდევ მიმდინარე წელთან შედარებით, თითქმის 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მერის განმარტებით,  ყველა ის შენიშვნა, რომლებიც ფრაქციებს და დეპუტატებს  ჰქონდათ  მაქსიმალურად გაითვალისწინეს.

ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საფინანსო სამსახურის უფროსმა კახაბერ ფარცვანიამ წარადგინა. ფარცვანიას განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია: საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, განათლება, კულტურა, მოსახლეობის ჯანდაცვა  და სხვ.

2015 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 846,9 ლარით არის განსაზღრული. აქედან, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები 4 მილიონ 772 ათას 400 ლარით დაფინასდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და თავდაცვა 1 მილიონ 153 ათასი 100 ლარით, ინფრასტრუქტურის მშენებლობა 3 მილიონ 718 ათას 100 ლარით, 1 მილიონ 940 ათასი ლარით განისაზღვრა განათლების სფეროს დაფინანსება, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები კი 945 ათასი ლარით.

ამავე ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელფასო ფონდი 2 მილიონ 641 ათას 600 ლარით არის განსაზღვრული, რაც ბიუჯეტის 16, 7% შეადგენს.

სხვა ახალი ამბები: