ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი ენერგოკომპანიას გამრიცხველიანების არ დაწყებაში ადანაშაულებს (ვიდეო რეპორტაჟი)

0

muurguliaaზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, “თავისუფალი დემოკრატებიდან”, ცოტნე მურღულიამ აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. დეპუტატის განმარტებით, “ენერგო-პრო ჯორჯიამ”  ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლებიც 2014 წელს უნდა დასრულებულიყო, არ შეასრულა.

სოფელ კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატის ცოტნე მურღულიას ინფორმაციით, ჯერ კიდევ მიმდინარე წელს , აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება შემდეგ სოფლებში უნდა დასრულებულიყო: ბაში, განმუხური, ერგეტა, კოკი, კორცხელი, ორსანტია, ტყაია, ყულიშკარი, შამგონა, ჩხორია, ჭაქვინჯი, ხეცერა, და ასევე სენაკისა და წალენჯიხის სამი სოფელი: უშაფათი, ნაკიფუ და მუჟავა. მისივე განცხადებით, ამ დრომდე სამუშაოები საერთოდ არ დაწყებულა ხეცერაში, კორცხელში, ორსანტიაში, ყულიშკარში და სხვ.

“ჩვენ მივმართეთ “ენერგო – პრო ჯორჯიას” კითხვით, თუ რატომ არ ხერხდებოდა სამუშაოების დაწყება მთელ რიგ სოფლებში. მათი არგუმენტი , რომ კომპანიამ მთელი რესურსი კონფლიქტისპირა  სოფლებისკენ მიმართა –  უსაფუძვლოა, რადგან ამ გეგმა-გრაფიკში საზღვრისპირა სოფლებიც არის ჩამოთვლილი” – თქვა ცოტნე მურღულიამ.