ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა

0

18316_475047332540924_1513231507_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია პროკურატურამ ხვალ 4 აპრილს დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ განცხადება დღეს საგანგებო ბრიფინგზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ გააკეთა. გუბერნატორის განცხადებით კონჯარიას პროკურატურაში დაბარება 19 აპრილს თბილისში დანიშნულ მიტინგს უკავშირდება და ამ ფაქტს მასზე ზეწოლად აფასებს.

„დაურეკეს ლევან კონჯარიას და უთხრეს, რომ რაღაც დასაქმებებზე იბარებენ პროკურატურაში, რატომღაც ახლა დაიბარეს. სად იყვნენ აქამდე. მოახლოვდა 19 აპრილი, ეშინიათ, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების სიმრავლის და მათზე ზეწოლას ცდილობენ, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ, თვითონაც არ აქვთ წარმოდგენილი რამდენი მხარდამჭერი ჰყავს სამეგრელოში ნაციონალურ მოძრაობას. მხარდამჭერები თავიანთი სურვილით მაინც წავლენ 19 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციაზე“, – განაცხადა თენგიზ გუნავამ.

თავად საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია ვერ აკონკრეტებს პროკურატურაში მისი დაბარების მიზეზებს.

სხვა ახალი ამბები: