ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ევროპარლამენტის მოწვევით ბრიუსელში იმყოფებოდა

0

11134110_472060502970211_5842851733147314015_oქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა 2-5 ივნისს ევროპარლამენტის ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსის(ALDE-party) მოწვევით ბრიუსელში იმყოფებოდა. პროგრამაში მონაწილეობდა ევროპის 13 ქვეყნის 25 საკრებულოს წევრი.

პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის რეგიონალურ კომიტეტში. მონაწილეები კომიტეტის მუშაობას გაეცნენ. ასევე დაესწრნენ ევროპარლამენტის პლენარულ სესიას.

11357022_472060506303544_4255466761246806111_o10557102_472060496303545_5734924539477411231_o11412000_472060509636877_2454706772317727138_oევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტმა გრაჰამ ვოთსონმა საკრებულოს წევრები პარტიის ოფისში მიიღო სადაც პარტიის გეგმებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრა შედგა ბრიუსელის რეგიონის აკლის მუნიციპალიტეტის მერთან არმანდ დე დეკერეისთან.

მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს წევრებმა თავიანთ მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ რეფორმებზე და არსებულ თვითმართველობის სისტემებზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ALDE-party-ის წევრია 2007 წლიდან.

სხვა ახალი ამბები: