ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია თანამშრომლებს დაემშვიდობა

0

10527379_779331855431836_5267236087837257824_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან კონჯარია, გამგეობის დარბაზში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ-ის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, ასევე გამგეობის აპარატის თანამშრომლებს შეხვდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ უკვე ყოფილ თანამშრომლებს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, ორშაბათს ახლადარჩეული საკრებულო ზუგდიდში პირველ სხდომას გამართავს. ახალი საკრებული ახალ თავმჯდომარესა ა.ა.ი.პ-ს ხელმძღვანელებს აირჩევს. სავარაუდოდ ახლად არჩეულ თვითმმართველ რგოლებში თანამშრომელთა მიღებებე სპეციალური კონკურსის საშუალებით მოხდება.

სხვა ახალი ამბები: