ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ საზღვრისპირა სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

0

10553319_545782188888306_673654194457535309_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ,გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ კოკში რევაზ ხუბუამ,სოფლის მაჟორიტარმა კანდიდატმა ირუზა კაკავამ და გამგეობის წარმომადგენლებმა სასწავლო წლის პირველ დღეს საზღვრისპირა სოფლების სკოლები მოინახულეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა კოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და სწავლაში წარმატებები უსურვა პირველ კლასელებს. საკრებულოს თავმჯდომარე მოსწავლეების მშობლებს გაესაუბრა და მიიღო თხოვნა კოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფის.

როგორც ლაშა გოგიამ განაცხადა ის ამ საკითხს დღესვე განიხილავს და დაიწყება მოძიება ფინანსური რესურსების რათა ამ სოფლის მოსწავლეები იყვნენ ტრანსპორტით უზრუნველყოფილნი.

სხვა ახალი ამბები: