ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ პოლონელი სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

0

11026500_1102809199744711_1816735405_n-636x39527 თებერვალს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორ, ისტორიკოს დავით ყოლბაიასთან ერთად აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის კავკასიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე : „საბჭოური მმართველობიდან რეალურ თვითმმართველობამდე-თვიმმართველობის რეფორმა საქართველოში, დემოკრატიზაციის რეალური შესაძლებლობები“.

ლექციაზე მერაბ ქვარაია უცხოელ სტუდენტებს საქართველოში თვითმმართველობის გამოცდილების, ისტორიისა და განვითარების პერიოდიზაციის, ასევე საქართველოს საბჭოური ქვეყნიდან დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების მქონე სახელმწიფოდ ტრანსფორმაციისა და გარდამავალ პერიოდში ქვეყნის წინაშე მდგარი საგარეო თუ საშინაო გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ესაუბრა.
სტუდენტები კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებითაც დაინტერესდნენ. მერაბ ქვარაიმ ხაზი გაუსვა კავკასიის რეგიონისთვის საქართველოს სტრატეგიულ ფუნქციას, ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ურთიერთობებს მეზობელ სახელმწიფოებთან.

11026515_1102809203078044_1940672332_n„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა , სასიხარულოა რომ ევროპელი ახალგაზრდები იცნობენ და აინტერესებთ საქართველო,ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები,ჩვენი გამოცდილება, ქვეყნის განვითარების ვექტორები,როგორც საგარეო, ასევე საშინაო ასპექტები. საერთაშორისო ასპარეზზე პოლონეთი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ერთგული მხარდამჭერია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. დარწმუნებული ვარ, პოლონეთისა და სხვა მეგობარი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით საქართველო გახდება საერთო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“ – აცხადებს მერაბ ქვარაია.

ლექციის ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარემ ევროპელ სტუდენტებს ზუგდიდისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინა.

სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, მერაბ ქვარაიამ ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პროექტ “ურბანული ცვლილებების მონაწილეებში” ჩართული ათი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, სადაც პროექტის ფარგლებში მათ მიერ ორგანიზებული და განხორციელებული აქტივობების(სამოქალაქო ჩართულობა, სექტორალური თანამშრომლობა, სოციალური ბიზნესი) პრეზენტაცია მოეწყო.

პროექტი რობერტ ბოშის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „MITOST“ ახორციელებს და მასში 10 ევროპულ ქალაქის წარმომადგენლები არიან ჩართულნი: ათენი – საბერძნეთი, ბარსელონა – ესპანეთი, ბერლინი – გერმანია, ავეირო – პორტუგალია, ბრატისლავა – სლოვაკეთი, კაუნასი – ლიტვა, ზუგდიდი – საქართველო, ლუბლინი – პოლონეთი, ზაგრები – ხორვატია, მარიბორ – სლოვენია. პროექტის ძირითადი თემა კულტურული აქტივობების გზით მდგრადი და თანამონაწილეობითი ხასიათის ურბანული ცვლილებების განხორციელებაა.

სხვა ახალი ამბები: