ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ სტიქიისგან დაზარალებული სოფლები მოინახულა

0

11102852_410269709150989_1113724799187397995_nზუგდიდის მუნუციპალიტეტის სოფლებში ქარშხლის შედეგად დაზიანებული ადგილები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ მოინახულა. ქარიშხალმა დააზიანა რამდენიმე საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღისა და საცხოვრებელი სახლის სახურავები, ასევე წააქცია ასწლოვანი ხეები, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრო სადენები დააზიანეს.

10320596_410269692484324_5677547206195054084_n11091402_410269609150999_1978065396829164336_nსოფელ ინგირში ქარიშხლმა დააზიანა ასწლოვანი ხეები, რომელიც საფრთხეს უქმნიდა დასახლებულ პუნქტს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ხის ნარგავის მოჭრა.