ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე “ახალგაზრდული საკრებულოს” წევრებს შეხვდა

0

10922724_421206118057348_8412191931019536532_nმიმდინარე წლის 24 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ მონაწილეებს შეხვდა. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“. საკრებულოები 45 ახალგაზრდით დაკომპლექტდა, რომლებიც ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ.

საკრებულოს თავმმჯდომარე ახალგაზრდებს ესაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე და სხვადასხვა საკითხების ინიცირებისკენ მოუწოდა. აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა აუცილებელია.

11183457_421206238057336_4917921349302347016_n10646874_421206271390666_7159257427046792100_nშემდეგ ეტაპზე „ახალგაზრდული საკრებულოს“ თავმჯდომარეს აირჩევენ და საკრებულოს თემატური კომისიები ჩამოყალიბდება. ისინი გაივლიან ტრენინგებს არჩევნების და მისი მნიშვნელობის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, ლიდერობის, მედიასთან ურთიერთობის, დიპლომატიური ურთიერთობებისა და კავკასიოლოგიის შესახებ.

სხვა ახალი ამბები: