ზუგდიდის საკრებულოს კაუნასის მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი რიკარდას რუსტეიკა სტუმრობდა

0

10665262_347059725470290_689805922450650485_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ლიტვის ქალაქ კაუნასის მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი რიკარდას რუსტეიკა სტუმრობდა. ის საქართველოში ,,რობერტ ბოშის” ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტი სახელწოდებით ,,ურბანული ცვლილების მონაწილეები” ორგანიზაცია ,,მიტოსის” ხელმძღვანელობით ხორციელდება, მასში მონაწილეობას 12 ევროპული ქვეყნის მუნიციპალური ხელისუფლების, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორისაა ზუგდიდის დელეგაციაც.

პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა ორი შეხვედრა ბერლინსა და ათენში. მორიგი შეხვედრა 12-13 სექტემბერს თბილისში, ხოლო 14 სექტემბერს ზუგდიდში გაიმართება. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან პროექტში საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ირაკლი ამანათიძე მონაწილეობენ.

სხვა ახალი ამბები: