ზუგდიდის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ ბენეფიციარები მოინახულა

0

12304214_497005727144053_1962672625250071570_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა კომისიის წარმომადგენლებმა, საკრებულოს იურიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ და განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დაზმირ ძიმცეიშვილმა ახალსოფლის, რიყის, კორცხელის, ბაშისა რუხის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბენეფიციარები მოინახულეს და მათი მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს.

12346314_497005860477373_5759096568271887863_n12310038_497005813810711_3145983143867647926_oბენეფიციარებმა განცხადებით ბინის ქირით უზრუნველყოფის და მომვლელის პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით მიმართეს. სოციალურ საკითხთა კომისია სხდომაზე განიხილავს ბენეფიციარების განცხადებებს, საჭიროებებს და მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.

მოგვიანებით კი მაიზერ ნანავამ და დაზმირ ძიმცეიშვილმა ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მზევინარ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.  ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა 16 ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს უშენებს.

სხვა ახალი ამბები: