ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობა კახა მიქაიას განცხადებებს გმობს

0

DSC08042-636x395ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კოლიცია “ქართული ოცნების”  წარმომადგენლებმა დამოუკიდებელი დეპუტატის კახა მიქაიას და საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადება გააკეთეს. მათ კახა მიქაია კოალიციის ოპოზიციად “შერაცხეს” და მისი ქმედებები  დაგმეს. კოალიციის განცხადება მედიას საკრებულოს იურიდიული და სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ გააცნო.

ცნობისთვის, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატი კახა მიქაია საკრებულოს თავმჯდომარეს ლაშა გოგიას დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი მიქაიას განცხადება გახდა, სადაც ის გოგიას ნათესავებს მისი მეგობრის, ალექსანდრე (საშა) მოლაშხიას თავდასხმაში ადანაშაულებდა.  მიქაიამ საკრებულოს თავმჯდომარეს და მის გუნდს “ზონდერები” და “ნაციონალებიდან პორტირებული”  უწოდა.

თავის მხრივ,  საკრებულოს თავმჯდომარემ კახა მიქაია პროვოკატორად მოიხსენია, ხოლო მის ბრალდებებს სიცრუე უწოდა.