ზუგდიდის საკრებულოში “თავისუფალმა დემოკრატებმა” უმრავლესობა დატოვეს

0

10392429_331762030335091_2322275377152589158_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობის რიგები დატოვა პარტია “თავისუფალი დემოკრატების” სამმა დეპუტატმა. მათ საკრებულოში შექმნილი ჰქონდათ ფრაქცია “ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები”, რომელსაც ფრაქციის თავმდომარის, ცოტნე მურღულიას განცხადებით მალე სხვა სახელი დაერქმევა. უმრავლესობიდან გასვილს შესახებ სპეციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ფრაქციის თავმჯდომარემ ცოტნე მურღულიამ. მან აღნიშნულ განცხადებაში მიზეზებიც განმარტა.

“ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები”, მიუხედავად კოალიციის დატოვებისა, ვითანამშრომლებთ უმრავლესობასთან ყველა იმ ძირითად საკითხებზე, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის კეთილდღეობასთან. ჩვენ ერთგულნი ვართ იმ მიზნებისა და ამოცანების, რომელიც დავისახეთ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, არ გადავუხვევთ იმ ძირითად ღირებულებებს, რის გამოც ამომრჩეველმა მოგვცა ნდობის მანდატი.

მომავალში ფრაქცია იფუნქციონირებს ახალი სახელწოდებით.

ხალხის ნება და არჩევანი ევროატლანტიკური კურსისა არის შეუქცევადი, რომელსაც ახალი ოპოზიციური ძალა უფრო განამტკიცებს, რამეთუ ჩვენი იდეალი სწორედ დასავლურ ღირებულებებს ეფუძნება”-აღნიშნავს გავრცელებულ განცხადებაში ცოტნე მურღულია.

 

სხვა ახალი ამბები: