ზუგდიდის საკრებულოში სამი სახელისუფლებო და ერთი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა

0

zug sakrebuloზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, რომლებსაც ფრაქციების – „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“ და „ნაციონალური მოძრაობა – ქრისტიან -კონსერვატორები“ შექმნა სურდათ, თვითმმართველობის კოდექსთან შეუსაბამობის გამო უარი ეთქვათ.

„კანონის თანახმად, ფრაქციის შექმნა შეუძლია მხოლოდ ერთი და იგივე პარტიის წევრებს. ცესკოდან გამოვითხოვე მასალები და როგორც გაირკვა “ქრისტიან კონსერვატიულ პარტიას”, რომელიც საარჩევნო ბლოკ „ერთიან-ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო გაერთიანებული, მხოლოდ ორი წევრი ჰყოლია. მოგეხსენებათ, რომ ფრაქციის შესაქმნელად მინიმუმ სამი საკრებულოს წევრია საჭირო”, – განმარტა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ საკრებულოში 6 ფრაქციის შექმნის შესახებ შევიდა განცხადება და აქედან, რეგისტრაციაში მხოლოდ ოთხი ფრაქცია – „ქართული ოცნება – თავისუფალი დემ ოკრატები“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გატარდა.

ზემოაღნიშნულ სახელისუფლო ფრაქციებს გონელ ნაჭყებია („კონსერვატორები“), ირაკლი ქოჩუა ( „ქართული ოცნება“) და გიორგი ჩიქოვანი („რესპუბლიკელები“) უხელმძღვანელებენ, ხოლო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“- გელა თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: