ზუგდიდის საკრებულო და საკრებულოს თავმჯდომერე 95 201-ზე ამესიჯებენ

0

qvaraia-sharashiaდღეს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილეს. საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ საკრებულოს წევრებს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და სხდომაზედამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ მუსიკალურ პროექტ “ორ ვარსკვლავში” მხარს უჭერს ჟურნალისტ გოდერძი შარაშიასა და მნომღერალ ელენე ფოჩხუას დუეტს.

“მე მხარს ვუჭერ ამ ადამიანებს (გოდერძი შარაშიას და ელენე ფოჩხუას) და შეტყობინებას ვაგზავნი ნომერზე 95 201-ზე”-განაცხადა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებაზე საკრებიულოს დეპუტატებმაც განაცხადეს, რომ თავადაც ასე იქცევიან და ისინიც აღნიშნულ წყვილს უცხადებენ მხარდაჭერას.

“ჩვენ ყოველდღიურად ვაგზავნით მესიჯს 95 201-ზე და მხარდაჭერას ვუცხადებთ გოდერძი შარაშიას და ელენე ფოჩხუას” – აცხადებენ დეპუტატები ქალაქ ზუგდიდის საკრებულოდან