ზუგდიდის საკრებულო საზოგადოებას უფრო მეტ ჩართულობას სთავაზობს (ვიდეორეპორტაჟი)

0

sazogadoebaaქალაქ ზუგდიდის საკრებულო საზოგადოებას უფრო მეტ ჩართულობას სთავაზობს. საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ყველა დაინტერესებულ პირს შეახსენა, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა. მისი განმართებით ყველას აქვს უფლება სხდომებზე დაესწროს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, წამოაყენოს საკუთარი ინიციატივები და ჩაერთოს უფრო მეტად პროცესებში.

მერაბ ქვარაიამ საკრებულოს წევრებს ახალი ინიციატივაც წარუდგინა, რომელიც საზოგადოებრივ დარბაზს შეეხება. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ის დეპუტატებს მალე წარუდგენს საზოგადოებრივი დარბაზის დებულებასაც.

სხვა ახალი ამბები: