ზუგდიდის საპატრულო პოლიციამ სამ საჯარო სკოლასთან პატრულირება გააძლიერა

0

patruliზუგდიდის საპატრულო პოლიციამ ქალაქის სამ საჯარო სკოლასთან დილის საათებში პატრულირება გააძლიერა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვახტანგ დადუნაძემ აღნიშნულ ტერიტორიებზე ავარიული სიტუაციების თავიდან აცილება და პრევენციული ზომების განხორციელება დაასახელა.

“დილის რვა საათიდან მთელი საათნახევრის განმავლობაში, სანამ სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყება, ჩვენი ეკიპაჟები პატრულირებენ ზუგდიდის მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლებთან. სწორედ ეს სკოლებია განთავსებული ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ბოლო წლების მანძილზე გახშირებული იყო ავარიული სიტუაციები. ამას ემატება ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე მოძრაობენ სკოლის მოსწავლეები და ვიცავთ მათ უსაფრთხოებას და რათქმაუნდა წესრიგს”-აცხადებს ვახტანგ დადუნაძე.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლასთან 9 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  11 წლის მოზარდმა ქრისტინე ხასაიამ მრავლობითი დაზიანებები მიიღო. გოგონა  თავის ქალის მოტეხილობით ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დილით მიიყვანეს. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

სხვა ახალი ამბები: