ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვახტანგ დადუნაძემ თანამდებობა დატოვა

0

1185438_623939180973831_871002936_nზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვახტანგ დადუნაძემ თანამდებობა დატოვა. დადუნაძე სამსახურეობრივ მოვალეობას თბილისში გააგრძელებს. ამის შესახებ ზუგდიდის საპატრულო პოლიციის აწ უკვე ყოფილმა უფროსმასოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ვახტანგ დადუნაძე სოციალური ქსელის საშუალებით ზუგდიდელებს დაემშვიდობა.

“ზუგდიდელებო გემშვიდობებით გადავდივარ თბილისში , მომენატრებით, ამ ერთი წლის განმავლობაში შეუძლებელი შევძელით, ზუგდიდის საპატრულოში მივიღეთ ხალხის კეთიდღეობაზე ორიენტირებული დეპოლიტიზირებული პოლიცია, რომლის საქმიანობა ძალიან წარმატებულია , ჩვენ ვიხილეთ ახალი სტანდარტი, ვიხილეთ თუ როგორი ეფექტური შეიძლება იყოს სწორი მენეჯმენტი და უკომპრომისო მიდგომა დანაშაულთან , დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, მტერსაც და მოყვარეს ფარისეველსა და კეთილისმსურველს, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის მშვიდობით სამეგრელო შენ ხარ და დარჩები ჩემი ერთ ერთი საყვარელი რეგიონი.”-წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ვახტანგ დადუნაძე.