ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსად ისევ მაცი ხვიტია ინიშნება

0

30952_114934375213986_2101820_nზუგდიდის საპატრულო უფროსად მაცი ხვიტია ინიშნება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა. მაცი ხვიტიას დანიშნვა აღნიშნულ თანამდებობაზე გადაწყვეტილია და ის თავის მოვალეობას სავარაუდოდ ორშაბათიდან შეუდგება.

მაცი ხვიტია ზუგდიდის საპატრულო პოლიციაში 2014 წლის დასაწყისში დაინიშნა, რის შემდეგაც ის გადაყვანილ იქნა ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსად. მაცი ხვიტია კი ზუგდიდში გიორგი ბერულავამ შეცვალა. smo.ge-ს ინფორმაციით გიორგი ბერულავამ საპატრულო პოლიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სხვა ახალი ამბები: