ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდები მდუმარე აქციას მართავენ

0

11393382_442132275964732_944668980269872751_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ამ წუთებში შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის ეზოში მდუმარე აქცია მიმდინარეობს. მდუმარე აქციას საკრებულოს წევრები, თანამშრომლები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

11110168_1418019475191354_206341198062842288_o1496539_1418019641858004_3643160022609951100_o11063623_1418019908524644_7586987741903045015_o“დღეს მოვედით აქ სიმბოლურად, რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ 13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულებს პატივი რომ მივაგოთ. დაღუპულია 17 ადამიანი და 4 ამ ეტაპზე დაკარგულად ითვლება. ეს არის ერის ტრაგედია. აქ მოვიტანეთ ყვავილები და სანთლები, რომ ვილოცოთ მათი წმინდა სულებისთვის. საქართველო მუდამ გაიხსენებს ამ ადამიანებს. განსაკუთრებით კი ჩვენს თანაქალაქელ მარიამ ქუთელიასა და ხობის რაიონის სოფელ გურიფულის მკვიდრ ინდირა ზარანდიას. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი წმინდა სულები”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მერი შენგელაია.

მდუმარე აქცია ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში 20.00 საათზე დაიწყო და ორი საათის განმავლობაში გასტანს. აქციის მონაწილეები მუნიციპალური ტრანსპორტით ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

სხვა ახალი ამბები: