ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 4 ახალი ავტომობილი გადაეცა

0

10659157_876600562359611_4241383767187634520_n-636x395ამ წუთებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 4 ახალ მანქანას გადასცემს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია. ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია და რაიონისა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებიან. FORD-ის მარკის ახალ ავტომანქანებს ოფიცაილურად ჩაიბარებს ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მარინა წულეისკირი.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო წესით აღჭურვილი, FORD-ის მარკის ავტომობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში პროპორციული წესით გადანაწილდა. პირველ ეტაპზე აღნიშნული ავტომანქანები ახალციხის, ოზურგეთის, თელავის, მცხეთის, ქობულეთის, გორი/ტყვიავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ქუთაისის განყოფილებებს გადაეცათ. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი გუშინდელი დღიდან დაიწყო.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2015 წლის დასაწყისისთვის FORD-ის საშუალო გამავლობის 80 და VOLKSWAGEN-ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება.

სხვა ახალი ამბები: