ზუგდიდის საფოსტო ამანათებიდან ოქროს ნივთები იკარგება (აუდიო კომენტარები)

2

oqroდაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალიდან ოქროს ნივთები დაიკარგა. აღნიშნული ოქროს ნივთები ზუგდიდელ სოფიო ქირიას მისმა ნათესავმა თეა ჯიჭონაიამ საბერძნეთიდან გამოუგზავნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოქროს ნივთები რომელიც სპეციალურ ჩანთაში იდო 10.000 ლარის ღირებულების იყო.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ტელეფონის საშუალებით საბერძნეთში თეა ჯიჭონაიას ესაუბრა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. საქართველოს ბაანკის იურისტი მაია ჯავახიშვილი კი აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებზე მას არაფერი სმენია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ქურდობის – 177-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებას შსს ზუგდიდის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ლევან კანკია ხელმღვანელობს, ხოლო დაზარალებულთა უფლებებს ადვოკატი ეკა ეფსია იცავს. დაზარალებულების განცხადებით გამოძიებას ჯერჯერობით ახალი არაფერი გააჩნია. თუ უახლოეს მომავალში არ იქნება საქმის ირგვლივ ახალი დეტალები გამოკვეთილი, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

როგორც ირკვევა საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალში ეს პირველი შემთხვევა არ არის. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს “მოქალაქე ჟურნალისტის” საშუალებით მიაწოდეს მასალები, რომელიც უახლოეს მომავალში დღის სინათლეს იხილავს. მასალები ეხება ზუგდიდის ფოსტაში სხვადასხვა დროს დაკარგულ ნივთებს, რომელზეც გამოძიება ასევე მიმდინარეობს.

“ბატონებო, ერთი თვე კი არა და ზუსტად ერი კვირის წინ, მეც ანალოგიური ფაქტის წინაშე დავდექი. საბერძნეთიდან ოჯახის წევრმა, ამანათით გამომიგზავნა ოქროს ნივთი. მივედი რა საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალში და მოვიკითხე ჩემი ამანათი, რომელიც მომართვეს გახსნილ მდგომარეობაში… ამის მერე მე ფოსტის რამოდენიმე თანამშრომლის თანდასწრებით დეტალურად ამოვალაგე სხვა ნივთები, სადაც სამწუხაროდ ძვირფასეულობა არ აღმოჩნდა. პლიუს ამას, გადასახდელი მაქვს დეკლარაციის საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა. საქმეს იძიებს შსს, რომელიც აღძრულია ქურდობის მუხლით. ვიღაც გაიძვერა, უკვე სერიულად, ხელებს ითბობს სხვის ხარჯზე. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ვნახოთ რა იქნება, მაგრამ სიმართლე დითხრათ დიდი იმედი არ მაქვს.გმადლობთ!”-წერს smo.ge-ს მკითხველი ნ.ტ

სხვა ახალი ამბები: