ზუგდიდის სოფლების გაზიფიცირება იწყება (ვიდეორეპორტაჟი)

0

kaladze zugdidshiენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ზუგდიდში იმყოფება. მან აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოდიშში, რუხსა და ინგირში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა. „სოკარ ჯორჯია“ სოფელ რუხის გაზიფიცირებისთვის 41,5 კმ. სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენს ააშენებს. ჩატარებული სამუშაოს შედეგად სოფელში მცხოვრებ 1900 აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.სოფელების ინგირისა და ოდიშის გაზიფიცირებისთვის კი კომპანია 5-5 კმ. სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენს ააშენებს და გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 260 პოტენციურ აბონენტს მიეცემა.

სამივე სოფელში გაზიფიცირების სამუშაოებზე, 3 მლნ ლარამდე დაიხარჯება. ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად,საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. მათივე ინფორმაციით, გეგმის განხორციელების შემდეგ დამატებით 252 სოფელი გაზიფიცირდება. გაზგამანაწილებელი კომპანიები კი მოსახლეობას ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. თანხა ჯამურად 600 ლარს, ხოლო თვიურად 25-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სხვა ახალი ამბები: