ზუგდიდის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ

0

1351086863_20120308231444deniძლიერი წვიმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება ჭუხელ 10.30 წუთზე შეუწყდა ზუგდიდის რაიონის ოცამდე სოფელს და ქალაქის ნაწილს. დილით ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა რამდენიმე სოფელს, თუმცა დაახლოებით 6 სოფელი ისევ უშუქოდ რჩება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge დაუკავშირდა “ენერგო-პრო-ჯორჯიას” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს რამინ გულორდავას, რომელმაც განაცხადა, რომ სტიქიის შედგად დაზიანებულია ელექტროსადენი ხაზები და წყალმა წაიღო ბოძებიც. იმავე ინფორმაციას ადასტურებს “ენერგო-პრო-ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ურიდია.

ზუგდიდის სოფლებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად მოსახლეობა უკმაყოფილოა “ენერგო-პრო-ჯორჯიას” მუშაობით. როგორც სატელეფონო საუბრებში აცხადებენ, ამინდის ცვლილება ელექტროენერგიაზე მოქმედებს და სულ ასეთი პრობლემები აქვთ.

“სულ ასე ითიშება შუქი წვიმაშიც, ქარშიც. ერთი გაელვება საკმარისია, რომ შუქი გაითიშოს სოფელში და მერე მთელი დღის განმავლობაში ან არ გვპასუხობენ ტელეფონის ნომრებზე ან შუქი არ გვაქვს მეორე დღემდე. სად ვცხოვრობთ და საერთოდ რომელი საუკუნეა? წალენჯიხა სტიქიამ წალეკა, მოსახლეობას სახლებში შეუვიდა წყალი და მათ აქვთ შუქი და ზუგდიდში ერთსაათიანმა წვიმამ და ერთმა გაელვებამ დააზიანა ბოძები?”-აცხადებენ სოფელ ცაიშის მაცხოვრებლები.

“ენერგო-პრო-ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ეკა ურიდიას განცხადებით ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება ზუგდიდის რაიონის სოფლებს სრულად საღამოს საათებში აღუდგებათ.

სხვა ახალი ამბები: