ზუგდიდის სოფლებში მოსახლეობის მოთხოვნით მოსაცდელების მშენებლობა დაიწყო

0

11885386_1041748115843673_5065871966113511421_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში ერთდროულად მოსაცდელების მშენებლობა მიმდინარეობს. სოფლის კრებებზე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით პროირიტეტად დასახელდა სოფლებში მოსაცდელების არსებობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ერთდროულად 7 ადმინისტრაციულ ერთეულში: ტყაია, ოქტომბერი, ნაწულუკუ, ერგეტა, კორცხელი, რუხი (სათოდუოს უბანი) და ჭკადუაშში (საპაპაოს უბანი) კეთდება მოსაცდელები. აღნიშნული ნაგებობა მოსახლეობას ნალექიან და მზიან ამინდში თავშესაფრის საშუალებას მისცემს. მოსაცდელების მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.