ზუგდიდის სოფლებში პრიორიტეტულ პროექტებს ხალხი ირჩევს

0

krebaზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში სოფლის კრებები იმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტით,  კრებებზე მოსახლეობა თავად ირჩევს მათთვის პრიორიტეტულ პროექტებს. სოფელ ახალაბასთუმანში, შამგონასა და ოქტომბერის თემში მოქალაქეები შიდა გზების მოხრეშვასა და მოწესრიგებას, სანიაღვრე არხების გაწმენდასა და სოფლის ახალგაზრდების წახალისებისათვის სპორტული მოედნის მშენებლობას ითხოვდნენ.
შამგონასა და ახალაბასთუნმის მოსახლეობა მდინარე ენგურის ყველაზე მძიმე მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვეს, ასევე პრობლემურ საკითხად დასახელდა ხიდ–ბოგირების მშენებლობა.
სოფლის კრებებზე მოსახლეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა შეხვდნენ. სოფლის მკვიდრთა პრობლემებს მათთან ერთად ისმენდა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი გიორგი ბერულავა.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ კაპიტარული მშენებლობის სამსახურის უფროსს  დაავალა დღესვე მოინახულოს პრობლემური ხიდები. ედიშერ თოლორაია აცხადებს, რომ ის აპირებს ყველა უბანი დაათვალიეროს  და თითოეულ მოქალაქეს  პირადად გაესაუბროს.

 

სხვა ახალი ამბები: