ზუგდიდის სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ესწრება

0

edo2ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყველა მცირე მიწის მფლობელებსა და ფერმერებს უკვე დაურიგდათ სასოფლო სამეურნეო ბარათები სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად.

დღეს უკვე დაიწყო  ერთიანად მიწის დამუშავება ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა საოფელში, მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, ზუგდიდის რაიონში სულ დამუშავდება 7 363,82 ჰა მიწის ნაკვეთი.  ასევე მიწის ხვნას აწარმოებს 51 ერთეული სხვადასხვა ტიპის ტრაქტორი რასაც კიდევ ემატება ამხანაგობების, შ.პ.ს მექანიზატორების და ადგილობრივი სოფლის ყველა გამართული ტექნიკა.

edi1საგაზაფხულო სამუშაოებს ესწრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია, რომელიც მონიტორინგის ჯგუფთან ერთად პროცესს აკვირდება. თოლორაიამ თავადაც მიიღო მონაწილეობა საგაზაფხულო სამუშაოებში.

საგაზაფხულო სამუშაოებს მუდმივ ზედამხედველობას უწევს და მონიტორინგს აწარმოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი

სხვა ახალი ამბები: