ზუგდიდის სოფლებში სტიქიას ებრძვიან: ღამის საათებში შესაძლოა ხალხის ევაკუაციაც დაიწყოს

0

didiსტიქიას ებრძვიან ზუგდიდის რაიონის რამდენიმე სოფელში. ჯიხაშკარში, ცაიშში, ოქტომბერსა და თარგამულში ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა. მთლიანად განადგურებულია ერთწლიანი ნარგავები და დახოცილია შინაური ფრინველი.

გამსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში, სადაც მდინარე ჯუმი ადიდდა და ადგილობრივი მოსახლეობის კარ–მიდამოები დატბორა. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს მათ ეზოებში წყლის სიღრმე 1 მეტრს აღწევს.

ადგილზე ჩავიდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და მისი მოადგილეები, რომლებიც სოფელში შექმნილ მდგომარეობას ეცნობიან. სოფელ დიდინეძში მობილიზებულია სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის სამაშველო რაზმები, რომლებიც ამინდის გაუარესების გამო ღამით მდგომარეობის გართულებას ელოდებიან. როგორც smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებენ მდომარეობის გაუარესების შემთხვევაში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოხდეს სოფლის მოსახლეობის სწრაფი ავაკუაცია. სამაშველო რაზმები სოფელ დიდინეძში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

“სოფელში მართლაც მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობას შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გავუწიოთ. ყველაზე ღტული სიტუაცია დიდინეძშია, თუმცა წყალდიდობამ ასევე დააზარალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც.დიდინეძში სასწრაფოდ არის ჩასატარებელინაპირსამაგრი სამუშაოები, თუმცა ეს, უნდა ითქვას რომ დიდ თანხებთანაცარის დაკავშირებული”–განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ.

სხვა ახალი ამბები: