ზუგდიდის სოფლებში შემოდგომის პირველ მოსავალს აბინავებენ

0
1391877_377818182351375_1499554467_nზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფლებში შემოდგომის პირველ მოსავალს აბინავებენ. საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტით დათესილ მასივებში მოსავლის აღება უკვე დაიწყო. სოფლის მოსახლეობა წლევანდელი მოსავალით კმაყოფილია და ისინი წლევანდელ უხვმოსავლიანობას, ახალი ხელისუფლების დროულ დახმარებასა და კარგ ამინდებსაც უკავშირებენ.

“მართლაც ამოისუნთქა სოფლის მოსახლეობამ წლევანდელ წელს. მოსავალი იმაზე მეტიც მივიღეთ , რეალურად რასაც ველოდით. ამით რათქმაუნდა კმაყოფილები ვართ და იმედიც გვაქვს, რომ გაისადაც ასე იქნება”-აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები გლეხები.

საშემოდგომო მოსავლის აღებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ გიორგი თოდუამ და გამგეობის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა მოინახულეს. ისინი სოფლების მოსახლეობას გაესაუბრნენ და მოისმინეს მათგან, თუ რა დახმარება დასჭირდებათ მოსავლის დასაბინავებლად.

 

სხვა ახალი ამბები: