ზუგდიდის სოფლებში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

0

1174530_357312571068603_1375989892_nსაქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტების ფარგლებში სოფელ ყულიშკარში  წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.

სოფელ გრიგოლიშის წყალსაცავიდან ყულიშკარის მოსახლეობა სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. რეგიონალური განვითარების ფონდიდან ყულიშკარის წყალმომარაგების რეაბილიტაციაზე სულ 132540 ლარი დაიხარჯება.

ამავე ფონდიდან გარემონტდება ხიდი რომელიც, ყულიშკარის თემს ახალსოფლის თემთან აკავშირებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კი ყულიშკარში მოსაცდელების რებილიტაცია უკვე დაიწყო

სხვა ახალი ამბები: