ზუგდიდის ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიიდან ქლორით სავსე კასრების გატანა მოითხოვეს (ვიდეო)

0

IMG_20150520_110034ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, ამავე ტერიტორიაზე, ყოფილი “სამტრესტის” ეზოდან ე.წ “ქლორის კასრების” გატანას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით უკვე მეოთხე დღეა მათ მშვიდ ძილს ქლორის სუნი უფრთხობს. გარემოს დაცვის შესაბამისი სამსახურები ადგილზე გაეცნენ შექმნილ მდგომარეობას და დაასკვნეს, რომ შემაწუხებელი სუნი სულაც არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა კასრების გატანა აღნიშნული ტერიტორიიდან დღემდე ვერ მოხერხდა.

ქუჩაში გამოსულ ადგილობრივ მოსახლეობას დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია შეხვდა. მან მოსახლეობას აუხსნა, რომ დღეს დღის ბოლომდე ზუგდიდის ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიიდან “ქლორის კასრები” გატანილი იქნებოდა.