ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში მაწანწალა ძაღლები აიყვანეს

0

10649682_801887053166164_3513987761817962996_nქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში ძაღლმჭერმა ბრიგადამ ქუჩის ძაღლები აიყვანა, რის შედეგადაც ისინი სამტრედიის უპატრონო ძაღლთა თავშესაფარში იქნა გადაყვანილი.

“ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ცხოველები ხშირად სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს ავრცელებენ და შესაბამისად საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილება, ცხოველთა უფლებების დაცვა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა აუცილებელია,”-აცხადებს ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ღუბელაძე.

მისივე განმარტებით, მსგავსი სახის ღონისძიებები ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე პერმანენტულად დაიგეგმება.

სხვა ახალი ამბები: