ზუგდიდის ცენტრში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

0

saxanzroზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ოპერატიულად მივიდა სამეგრელოს სამაშველო სამსახური და ზუგდიდის საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მაშველებმა დროულად მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა, ხანძარი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ისევ რჩებიან, თუმცა შექმნილი სიტუაცია ნორმალიზებულია.